თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში
1827 წ. სექტემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილი თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს.
ოფიციალურ დოკუმენტებში ამ სასწავლებლის მიზანი შემდეგი ფორმულით იყო გამოხატული: “კეთილშობილთა სასწავლებლის მიზანს: “შეადგენს ადგილობრივ უმაღლეს თავადაზნაურთა აღჭურვა მთავარ მეცნიერებათა შესახებ ზოგადი ცნობებით, მათ სამხედრო და სამოქალაქო სამსახურისათვის მოსამზადელად”. 1830 წ. კეთილშობილთა სასწავლებელი, სადაც პოეტი სწავლობდა, გიმნაზიად გადაუკეთებიათ. იმავე წლის დასასრულს გიმნაზიასთან დაარსეს პანსიონი, სადაც მისაღებ მოწაფეთა რიცხვი განსაზღვრული იყო. ათი ადგილი პანსიონში გამოყოფილ იქნა იმ მოწაფეებისათვის, რომელნიც საუკეთესო მოწაფეთა მცირერიცხოვან სიაში ჩვენ ვკითხულობთ 12 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელს.
კეთილშობილთა სასწავლებელში დამყარებული სწავლა-აღზრდის სისტემას კარგად გვისურათებს ამ სკოლის შეგირდი დიმიტრი ყიფიანი. “მთელი მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე,- ვკითხულობთ მის “მემუარებში”,-
თბილისის კლასიკური გიმნაზია
ორი უმთავრესი და ამასთან ერთად – ერთი წესით გამოიხატებოდა: გაკვეთილების სწავლა ზეპირად, ე. ი. შეუგნებლად – მექანიკურად და ყოველი დანაშაულისათვის ხელის გულზე სახაზავით ცემა”.
მაგრამ აღმზრდელთა შორის გამოირჩეოდა რამდენიმე მასწავლებელი, რომელთა ზნეობრივ სახესა და გონებრივ მისწრაფებებს ღრმა კვალი აღუბეჭდია მოსწავლეთა ხსოვნაში. ასეთი კეთილშობილი და მოწინავე პედაგოგები იყვნენ: ცნობილი მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი – ქართული ენისა და გრამატიკის მასწავლებელი, დემენტიევი და მანასიევი. ეს ორი უკანასკნელი რუსულ სიტყვიერებას ასწავლიდა.
არის საფუძველი დავასკვნათ, რომ დემენტიევი დემოკრატიულ-რევოლუციურად განწყობილი ადამიანი იყო. იმ დროს, როცა რუსული სიტყვიერების სხვა მასწავლებლები მოწაფეებს ცრუკლასიკურ ოდებს და სენტიმენტალურ იდილიებს აზეპირებინედნენ, მის გაკვეთილზე ხმამაღლა ჟღერდა პუშკინისა და მიცკევიჩის სირიქონები. მისმა აღზრდილებმა, როგორც გიმნაზიის მოწაფეთა ლიტერატურული ჟურნალებიდან ნათლად გამოსჭვივის, კარგად შეითვისეს რუსული ენა და ლიტერატურული კულტურა. მათ ფართოდ გაიცნეს ევროპელი კლასიკოსებიც.
No comments:
Post a Comment