პირადი წერილები

პირადი წერილები    

გრიგოლ ორბელიანისადმი*

Дражайший дядя!

Я получил ваше пис[ь]мо, с которым я очень обрадовался, и желаю вам всякаго благополучия, что, вас видет[ь] здоровым. Но что о своих успехах писать, когда вы самы знаете; а [и]нструменты ежели пришлете, очень благодарен буду. Чтоже дальше писать, дрожайший дядя! только что желать вас благополучным счастливым и проч.



Имею честь, прибыть любщий вас племянник Н. Баратов.

Его Сиятельству Милостивому государю Григорию Орбелянову.**

[1831], 3
სექტემბერი

____________________

*
ეს წერილი 1968 წლის გამოცემაში არ არის დაბეჭდილი (იგი . ბარათაშვილის თხზულებათაგან ამოიღო . ინგოროყვამ).

**
ძვირფასო ძია!

მე მივიღე თქვენი წერილი, რომელმაც ძალზე გამახარა, გისურვებთ თქვენ ყოველივე ბედნიერებას და ჯანმრთელობას. ჩემს წარმატებებზე რაღა მოგწეროთ, როდესაც თქვენ თვითონ იცით; თუ ხელსაწყოებს გამომიგზავნით, დიდად მადლობელი დაგრჩებით. მეტი რაღა მოგწეროთ, ძვირფასო ძია! ვისურვებ თქვენს კარგად ყოფნას და ბედნიერებას და სხვ.

დავშთები პატივისცემით თქვენი დისწული . ბარათოვი.





მიხეილ თუმანიშვილისადმი



6-го августа 1838

г. Тифлис



Милый друг Не пеняй меня за молчание. Право, в нашем скучном от жаров, душном от пыли городе нет ничего любопытного. Я оживляюсь только по вечерам лунным, так прекрасным в Тифлисе! Вчера в один из этих вечеров пошел я бродить в Московской заставе; Вдруг я очуился на кладбище. Признаюсь, немного смутился, когда я взглянул на это онемение: 11-ть часов ночи. Ни души! кругом пустота вечная; луна тускло освещает могилы, как догоряющая лампада усопшего. Тихо и медленно протекает Кура, как будто боясь нарушить покой в этом унылом мире... Ты теперь в раздолье, и я не хочу смущать тебя мрачными думами, которые навело мне на душу это зрелище небесно-земное! Но скажу, что прекрасное изобретение кладбище, а это неоходимо, чтоб смертный порой читивал бы по нему свою жизнь: утешение несчастного_конец счастию! Ну, обратимся к тебе. Спасибо, брат, за письма, за удоволствие. Последнее из них читали мы с Захарием Орбелиановым. Это была критика или лучше послание к сочинителю

ასტრა“ Прекрасно! Только, кажется, оно не достигнет цели, но есть , ты не узнаешь, кто это неведомое ასტრა. Это тайна сочинителя. Он писал ни для тебя, ни для света; писал для нее одной; О н а его понимает и он этим доволен. Чтоже ему больше? Нужды нет, понял ли ты его или нет? Мы все энаем только значение слова ასტრა“, то это очень просто: оно взято с французского astre, которое по нашему, ძმაო თავყანა, значит. „მთიები“._ასე, ჩემო ბატონო!

Скажу тебе новость,
თუ არ გაჯავრდები. Я еду сегодня вечером в. д. Мцкетели_зачем, что о н а там. Мать ее просила меня провесть с ними несколько дней. Каковы должны быть эти дни? Ах? მაშ, მოკვდი, ბზ!


. ორბელიანისადმი



საყვარელო ძმაო გრიგოლ, შენი წიგნი მომიტანა დიმიტრი ჯორჯაძემ.1 დიდად მაამა ამ წიგნმა, მეტადრე ქართველების ქებამ.- მაინთ თქვენ და იქით ანდრონიკოვი!2 მილიციამ, როგორც იტყვიან, ასახელა თავისი სახელი და ზღაპრული გმირობის ხმა დაიგდო მრთელს მხედრობაში; თვარემ შენ თვითონ შეიტყობ დაწვლილებით.- მითამ როდის და რაში არა ვყოფილვართ კარგნი, მაგრამ !

მჯერა არღუთინსკისა,3 საგინოვისა4 და გურამოვისა,5 რადგანაც შენ აქებ, მაგრამ მინდა ერთი ჩაგიხველოთ. შენი დიპლომატობა ხომ ადრევე ვიცოდით. ხუმრობა არ არის, რომ ქართველმა კაცმა გურულებს შეაგონოს ყოველივე , რომელიც შეუდგების აღშფოთებას, შაბაშ, მკლავთა და განკარგულებათა თქვენთა!

ძმაო გრიგოლ, ტფილისის ამბავი მაგთენი არაფერია. ცოტას ხანს დაჰყვეს აქ ადლერბერღის6 შვილებმა და, რაღა განგიმარტო, შენ მიჰხვდები, რაც ადლერბერღის შვილები აქ იქნებოდნენ. პოლკის კამანდერი გამოგიცვალეს*, მაგრამ ეს განკარგულება მოხდა უწინარეს, ვიდრე გამოიძიებდნენ ჩილაევის7 სიმართლეს, რომელიც ვჰგონებ არ დადუმდეს.- ყაფლანს8 ვაჟი ჰყავს, დიდს ნათლობას აპირებს ხანურად, თუმცა ხანებმა ნათლობა არ იციან.- ჩვენს პლატონს9 ძილში კატა დასწოლოდა ბაკენბარდზედ და ასე გაეთელა, რომ ვეღარას გზით ვერ გაუსწორებია. ეს ერთი ბაკენბარდი ასე გათელილი დარჩა. ვურჩევთ, რომ მოიპარსოს, მაგრამ არ გვიჯერებს. ეს აკლდა ამის ფილოსოფოსურს სახეს! სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია, უსარგებლო გონების და გულისათვის. ერთი ნუგეში ეს არის, რომ მშვენიერი დარებია.

ლიტერატურა ჩვენი ღვთით დღე და დღე შოულობს ახალთა მოყვარეთა.10 მრავალნი ყმაწვილნი კაცნი, მოცლილნი სამსახურითგან, მყუდროებაში და მარტოობაში შეეწევიან მამეულს ენას, რაოდენიცა ძალ-უძთ. ესე საზოგადო სული ბუნებითის ენის ტრფიალებისა ყმაწვილთ კაცთ შორის აღმოაჩენს, რომ ქართველთ არა სძინავთ გონებით!

ამ მცირეს ხანში ერთი ლექსი დავწერე, რომელსაც ამასთანავე გიგზავნი. შენი ჰაზრი ჩემთვის მარადის სასიამოვნოა




მაიკო ორბელიანისადმი



საყვარელო დაო მაიკო1,მადლობელი ვარ, რომ რახაელს2 წიგნი დაჰსტყუე, გუშინ იასემ3 მომიტანა. ამიტომ უფრო მიამა, რომ წინა დღეს ამ წიგნზედ ლაპარაკი იყო და მეორეს დღეს უნდა მიმეტანა მანანასათვის.4 ასე ეგონა , რომ მე მაქვს. მაშ, რადგანაც ეს პირობა აღასრულე, იმედი მაქვს ახლა,რომ მეორეც არ დაგავიწყდება.

გოლოვინის ცოლი5 წავიდა და დარჩჩნენ ჩვენი ქალები მოწყენილნი. ხანდისხან ოხვრით მოიგონებენ იმის სახლში განტარებულს დროებს, თუმცა ოხვრის მიზეზი ყველასი ერთი არ არის. მხოლოდ გუშინსწინ იყო ვეჩერი შინაური, მაგრამ ძალიან მხიარული. ტასოს6 დღეობა იყო და ელენეს7 სახლში გარდაიხადეს. მე, სწორე გითხრა,მეტად გავმხიარულდი, სრულიად უმიზეზოდ, უანგარიშოდ, ისე, მეც არ მოველოდი. ბევრჯერ მოგიგონე, დიდად მინდოდი, რომ იმ დროს აქ ყოფილიყავ

მაგრამ სულ ამაოა ჩემთვის. ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმმარი. კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდიხანია ობოლი ვარ. არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმეყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. მოიგონე ცოტასხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი.



,,
ძნელი არის მარტოობა სულისა:

მას ელტვიან სიამენი სოფლისა,

მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,

ოხვრა არის შვება უბედურისა!“



შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთსრას მიიღებ, რო არ დაკარგო? მიცჩვენე კაცი, რომ მადრიელი იყოს ამ წუთის სოფლისა. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებეთა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან! თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს. გემდუდურები, რომ წიგნს არა მწერ; ხომ იცი, მეამება, თუ მეტადრე ბევრ ამბებსაც მამწერ. თუ ნინუცას* ანუ (რადგანაც ჯავრობენ ზოგიერთი ქალები) ანნა ივანოვნას8 წიგნი მისწერო ან შენ თითონ ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ: დიდად ვწუხვარ,რომ აღარ გაციებს-თქო. ილიას მალე ვნახავთ.

შენი მარად ერთგული ძმა



P.S.
შენ გაზრდას, მაიკო, თუ გლუხარიჩი9 ნახო, ჩემ მაგიერ მოიკითხე და უთხარ: რა ღმერთი გაგიწყრა, რომ აგრე ფეხი აიკვეთე ქალაქისაკენ_თქო? როგორ აღარა აგონდება რა სასიამოვნო შენს პოეტურს სულსა-თქო



P.S. მამამ, ფეფომ**, კატომ**, ბაბალემ**, ნინუცამ** და აპლიპუტილამ** მოგიკითხეს.

არ გებრალება, რომ მაია** ქვეშაგებად ჩავარდა? გიორგი** ზაქათალას გაგზავნეს ბატალიონის კამანდერზე გამოსაძიებლად და ბატალიონსაც პირველს ამას აძლევენ.





No comments:

Post a Comment