სახელმწიფო სამსახური

სახელმწიფო სამსახურში
. ბარათაშვილმა მუშაობა დაიწყო  საქართველოს უზენაესი მთავრობის სასამართლოს და განჩინების ექსპედიციაში, მოხელეთა შორის, სადაც ჯანსაღი აზრი და ცხოვრების მაღალი მიზანი სულიერ სიღატაკეს შეეცვალა. ვიდრე პოეტი ცხოვრებაში შედგამდა ფეხს, მას ცისარტყელას ფერებით ესახებოდა თავისი მომავალი მაგრამ, “რა სცნა პირველად წუთისოფელი”, მის წინაშე გარდაუვალი ჯებირი აიმართა.დეკაბრისტული მოძრაობითა და 1832. შეთქმულებით დამფრთხალი ხელისუფლება სახელმწიფო სამსახურში ყოველ შემსვლელს აიძულებდა, მიეცა განსაკუთრებული ფიცი და აღთქმა ერთგულებისა. 1836 . ბარათაშვილისათვის ჩამოურთმევიათ ასეთი ხელწერილი: “1836 წლის ივლისს 4 დღეს მე ქვემორე ამისა ხელის მომწერი, საქართველოს უზენაესი მთავრობის სასამართლოს და განჩინების ექსპედიციას ვაძლევ ამ ხელწერილს მასზედ, რომ როგორც აქამდე არ ვეკუთვნოდი, ისე შემდგომაც არ მივეკუთვნები საიდუმლო საზოგადოებათ”.
სასამართლოსა და განჩინების ექსპედიცია, სადაც მსახურობდა . ბარათაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სასამართლოს ფუნქციების აღმასრულებელი ორგანო ყოფილა. პოეტი უშუალო მოწმე შეიქნა საოცარი ბიუროკრატიული წესებისა, რომლებიც თითქოს სპეციალურად შექმნილი იყო ხალხის სატანჯველად, ქართული ენა განდევნილი იყო სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ხალხს საქმე ჰქონდა უვიც მექრთამე თარჯიმნებთან. მექრთამეობა სცილდებოდა ყოველგვარ საზღვარს. ბიუროკრატიულ ხლართებში გახვეული სრულიად მარტივი სასამართლო საქმე ხშირად ფანტასტიკურად იზრდებოდა და რთულდებოდა. . ბარათაშვილი იძულებული იყო ეკითხა გულისა და სულისათვის უსარგებლო ქაღალდების დასტები.
როდესაც ვეცნობითექსპედიციისქაღალდების გროვებს, ჰიპერბოლად არ გეჩვენებათ 40 –იანი წლების ქართველი ლიტერატორის, შალვა ერისთავის, დღიურში შეტანილი სიტყვები: “რაც ეხლა აქ, სასამართლოში, ქაღალდებია, სულ ერთად რომ დააგროვონ, ვგონებ, ერთი საშინელი ქაღალდების მთა გაკეთდეს, მთაწმინდის მთის ოდენა უთუოდ შედგება და სულ ყალბი კლიაუზური მიწერ-მოწერანია, რომელიც დაღუპავს ხალხს”.
. ბარათაშვილის ნიჭი არ იფარებოდა თვით ამ ბნელ ბიუროკრატიულ აპარატშიც. მას სამსახურში მოუხვეჭია საერთო ყურადღება.
1839 წლის ივლისში . ბარათაშვილი დანიშნეს მაგიდის უფროსად სათავადაზნაურო მეურვეობის ნაწილში, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ დაწინაურებული იქნა სააპელაციო ნაწილის მაგიდის უფროსად .
1840 წელს დაიპყრობილი განჯა ტიპიური აღმოსავლური ქალაქი იყო. ბარონ ნიკოლაი, რომელსაც 40–იან წლებში დაუთვალიერებია განჯა, თავის დღიურში ამ ქალაქს სასაფლაოს ადარებს. ვინაიდან მამუკა ორბელიანი იშვიათად იყო მაზრაში, ამ ჯერ კიდევ დაუწყნარებელი მხარის მართვაგამგეობის მთელი სიმძიმე . ბარათაშვილს დააწვა. მაზრაში გავრცელებული ყაჩაღობა კიდევ უფრო ართულებდა პოეტის ისედაც მძიმე პირობებს ამ მივარდნილ მხარეში.
. ბარათაშვილი წერილებში ემუდარებოდა ნათესავმეგობრებს, რომ ახალი სამსახური ეშოვნათ მისთვის და სამშობლოში გადაეყვანათ, მაგრამ ამის განხორციელება არ მოხერხდა. აუტანელი შრომით დაქანცული პოეტი გახდა ავად ავთვისებიანი ციებით, რასაც თან დაემატა ფილტვების ანთება და გარდაიცვალა განჯაში 1845 წლის 10 ოქტომბერს (ძველი სტილით). იგი იქვე, მართმადიდებელთა ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.
ასე დამთავრდა . ბარათაშვილის ცხოვრების გზა.
ახლობელთაგან დაუტირებულ პოეტს საფლავში ჩაყვა სამშობლოსაკენ გადახვეწილის დიდი სევდა. სასაფლაო, სადაც დაკრძალული იყო . ბარათაშვილი, დროთა მსვლელობაში ბაღად აქციეს. პოეტის საფლავის ბედით დაინტერესებულ მის სიყრმის მეგობარს, კონსტ. მამაცაშვილს, განჯიდან სწერდნენ: “პოეტის საფლავი ბაღში იცნობა მხოლოდ იმით, რომ იმაზედ არის ამოსული დიდი, მაღალი,მშვენიერი კიპაროსი, ყოველთვის მწვანეა ზაფხულ-ზამთარში”. არავინ იცის, ვინ დარგო, ან ვინ უვლიდა ამ ხეს. თითქოს იგი ბუნების საჩუქარი იყო პოეტის საფლავის დასამშვენებლად. ამ ხის სიცოცხლეს ინახავდა ციური ცვარი, რომელზედაც პოეტმა თქვა: “სატრფოს ცრემლის წილ, მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი”… თითქოს, ეს მუდამ მწვანე ხე სიმბოლო იყო პოეტის უჭკნობი შემოქმედების და მისი მარადი სიცოცხლისა მშობელი ხალხის გულში.


No comments:

Post a Comment