კალოუბნის სასწავლებელი

კალოუბნის სასწავლებელში


1826 წეკლს,რვა-ცხრა წლის ტატო მშობლებს კალოუბნის სასწავლებელში მიუბარებიათ [15]. ეს სკოლა ყოფილა სამრევლო ტიპისა. ასეთი სასწავლებლები იმ საუკუნის პირველ ხანებში, გარდა კალოუბნისა, არსებულა სიონის, ქაშვეთის, მეტეხისა და ანჩისხატის ეკლესიებთან.
კალოუბნის სასწავლებელი მაშინ განთქმული იყო, როგორც კარგის განათლების კერა. აქვე აღიზარდნენ გრ. ორბელიანი და ბევრნი სხვანი.
სწავლა ბუნების წიაღში მიმდინარეობდა, უძველესი ქართული ტაძრის გალავანში, ასწლოვანი ხეების ჩრდილქვეშ. ტატო უკვე კარგად იცნობდა გარეთუბანს, მის ახლო მიდამოებს, ბაღებით დაჩრდილულს. იგი ფხიზელი თვალით აკვირდებოდა თბილისის ქუჩებს, რომელთა მდუმარებას ზოგჯერ არღვევდა მრავალფეროვანი მასის ყიჟინა. ეს იყო, ყეენობის, კრივის ან სხვა სახალხო გართობათა დღეს. მაგრამ, როგორც გადმოცემებმა შემოგვინახეს, . ბარათაშვილის ბავშვობის უპირველესი საყვარელი ადგილი ყოფილა მტკვრის პირი, განსაკუთრებით ანჩისხატის პირდაპირ. იმ დროს მტკვარს ამწვანებული ნაპირები მისდევდა.

დაფიქრებული ბავშვი საათობით ადევნებდა თვალყურს ზვირთების დენას, თითქოს წყალთა დუდუნში, ფოთოლთ შრიალი მომავალ პოეტს ესმოდა გაურკვეველი ბგერები ბუნების საიდუმლო ენისა, რომლის ბრძნული ახსნა პოეტმა შეძლო მხოლოდ შემდეგ, “ჩინარისუკვდავ სტრიქონებში.

No comments:

Post a Comment