ჩვენი შეხედულება ბარათაშვილის შემოქმედებასთან და საქართველოში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით.


ახალგაზრდა პოეტი ტრიალებდა იმ წრეში, რომელიც ვერ შერიგებოდა ახალ ვითარებას და ირაზმებოდა ცარიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეთ დროს, ბუნებრივია, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას თავისი სიტყვა უნდა ეთქვა ეპოქის მიერ წამოჭრილ საკითხებზე. ეს სიტყვა კიდეც თქვა ტატომ თავის საუკეთესო ნაწარმოებებში: „ბედი ქართლისა“, „საფლავი მეფის ირაკლისა“, „სუმბული და მწირი“, „ომი საქართველოს თავადაზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღესტნისა და ჩეჩენელთა“. მას კიდევ ჰქონია დაწერილი პოემა- „ივერიელნი“, მაგრამ ეს ნაწარმოები დაკარგულია და ჯერ მიკვლეულიც არ არის.
  ლექსი „საფლავი მეფის ირაკლისა“ დაწერილია 1842 წელ, როდესაც გადასახლებაში მყოფნი შეთქმულნნი, „ჟამ-ვითარებით მიდამო გადახვეწილნი“ თანდათან ჩამობრუნდნენ საქართველოში.
   პოეტი ფიქრობს, რომ საქართველოს რუსეთთან დაახლოვება იყო ისტორიულად გარდაუვალი აქტი და ერთადერთი სწორი გზა შექმნილი გამოუვალი მდგომარეობიდან, მაგრამ სრულიად არ ნიშნავს ბარათაშვილის მიერ რაიმე შერიგებას მის მდგომარეობასთან,
    ბედი ქართლისა“. ბარათაშვილისეული ხელნაწერი, 1839 წ.

რაც საქართველოს რუსეთმა შეუქმნა. მისთვის უცხოა კომპრომისი. ის ბოლომდე ვერ ურიგდება ერეკლე მეფის ადერძს, რამდენადაც ამას შედეგად მოჰყვა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებობის მოსპობა და დამონება. ის მთელი სიმწარით განიცდის სამშობლო ქვეყნის ტრაგიკულ ხვედრს.   1842 წელს დაიწერა პოემა „სუმბული და მწირი,“ სადაც მკვეთრ სიმბოლურ სახეებში იგივე საკითხებია დასმული „ახალი ქართლის ყოფნა არყოფნისა“ პოეტს სამშობლო წარმოდგენილი ჰყავს, როგორც სუმბულის ყვავილი, რომელიც ბუნების თავისუფალი წიაღდან გადარგულია ოთახში, და რომელსაც თუმც გარეშე სიცივე ვერას აკლებს, მაგრამ ოთახში დახშულ ჰაერში ჰკარგავს თავის სურნელსა და ფეროვნებას.
   „ბედი ქართლისა“ ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთადერთი ეპიკური  ნაწარმოებია. პოემის ძირითადი საკითხებია საქართველოსთვის ორიენტაციის გარკვევა, რაც განსაკუთრებული სიმწვავით მე-18 საუკუნის  ბოლოს დაისვა.


 
 
საქართველოს მდგომაეობა განსაკუთრებით კატასტროფული შეიქმნა მას შემდეგ, რაც 1795 წელს აღა-მაჰმად-ჰანმა 35000-იანი ჯარით საქართველოს საზღვრები გადმოლახა, მრავალი ომგადახდილი ერეკლე მეფე ამ ომს სათანადოდ ვერ შეხვდა, თუმცა ორი წლით ადრე იცოდა. .ადგილობრივმა  თავადებმა თვით უფლისწულებმაც კი, მოხუც მეფეს ჯარი არ მიაშველეს და ოთხიათასი კაცით შეებრძოლა მტრის უზარმაზარ ჯარს. კრწანისის ბრძოლაში მეფე სასტიკად დამარცხდა და მან თავი მთიულეთს შეაფარა. ამ ბრძოლის მერე გადაწყვიტა მეფემ, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება ისტრიულად გარდაუვალი იყო და მას სურს თავისი ქვეყანა სიცოცხლეშივე დაასახლკაროს.
   ამ გადაწყვეტილებით მან მეფური თავმოყვარეობა დაივიწყა და თავისუფლებებზე უარი თქვა ქვეყნის ინტერესებისათვის, მეფეს თავისი მრჩეველი სოლომონ ლეონიძე საწინააღმდეგო თვალსაზრის ურჩევს, რადგან საეჭვოდ მიაჩნია რუსეთთან საქართველოს შეერთებით ქვეყანას ბედნიერება და თვისუფლება მოეპოვებინა და სწამთ რომ „ქართველებს არად მიაჩნიათ უბედურება, თუ აქვთ თვის ჭერთ ქვეშ თავისუფლება“.
ბარათაშვილი ერეკლეს წარმოსახავს როგორც ბედისწერასთან ბრძოლის უნაყოფობით – ,,მოყმეთა თვისთა ესდენ დამცრობითღრმად იმედგაცრუებულ, ილუზიებდამსხვრეულ რომანტიკულ გმირს. ,,ბედი ქართლისაშიერეკლე ყველაზე ტრაგიკული ფიგურაა, რადგან მანთუნდაც როგორც მეფემ, ყველაზე მეტი უფლებების მქონე ადამიანმაყველაზე უკეთესად იცის თავისუფლების ფასი. ის, რომ თავისუფლების დაკარგვა და სხვათა გამგებლობაში ყოფნა მტკივნეული იქნება ქვეყანაში მშვიდობის დამყარების და ქრისტიანობის გადარჩენის მიუხედავად, მას ლეონიძეზე ნაკლებად არ ესმის. მაგრამ იგი ლეონიძისგან განსხვავებით ხედავს თავისუფლების დაკარგვის ფატალურ გარდაუვალობას, რაც მით უფრო მწარეა მისთვის, რომ ეს გარდაუვალობა მის მიერ ვერაფრით დაძლეულმა ქართველთა თავკერძობამ განსაზღვრა.


   ასეთია პოემის მიხედვით, XVIII საუკუნის დასასრულის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ორი წარმომადგენლის, ერეკლე მეფისა და სოლომონ ლეონიძის თვალსაზრისი საქართველოს მომავალზე. ნიკოლოზ ბარათაშვილს ორივე ხიბლავს.ხიბლავს მათი პატრიოტული თვითშეგნება, მაგრამ მისი სიმპატია უფრო იხრება სოლომონ ლეონიძისკენ.

ამგვარად, XXI  საუკუნის ახალგაზრდები  ვიხრებით სოლომონ ლეონიძისკენ,სწორედ დღევანდელი პრობლემები, რომლებიც ასე მოგვძალებია, შედეგია იმისა რაც მაშინ რაც ერეკლე მეფემ გადაწყვიტა. ჩვენც ძალიან გვიყვარს ერეკლე მეფე,ვაფასებთ მის ღვაწლს,მაგრამ შედეგი ჩვენთვის ძალიან მძიმეა.რუსეთი ახლაც გვედავება იმ ტერიტორიებს რაც ჩვენ გვეკუთვნის და ცდილობს საქართველო ისევ თავის კლანჭებში მოიქციოს.ჩვენი თავისუფლება,ჩვენი სრაფვა ევროპისაკენ არ მოსწონს მტერს და ცდილობს ,თავის უღელი დაგვადგას ისევ,გვართმევს ტერიტორიებს,რამდენიმე ათასი ადამიანი ლტოლვილებად ქცეულა საკუთარ სამშბლოში.დაკარგული აქვთ სახლ-კარი,წინაპართა საფლავები,რომლებიც ქართველი კაცისთვის უდიდესი ტკივილია.ეღირსებათ კი საკუთარ კუთხეში დაბრუნება?! საეჭვოა.გული გვკტივა და გვინდა ჩვენი ძირძველი ტერიტორიები დავიბრუნოთ.გვინდა აღსდგეს ის მეგობრობა აფხაზებსა და ოსებს შორის, რომელიც ჩვენ ოდეღსაც გვქონდა მათთან.დღეს კი ყორანთა გუნდებივით აიშალა ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ადრე დიდი სიყვარულით მივიღეთ,ჩვენი წილი მზე და ჰაერი მივეცით.დავნათესავდით,დავმეგობრდით, მაგრამ მესამე ძალამ ეს მეგობრობა,ერთი ხელის მოსმით დაგვინგრია.მაგრამ გვჯერავს,ღმერთი სამართლიანობას აღადგენს.

ჩვენთვის დიდი ტკივილია მეფე ერეკლე და ჩვენ გვგონია,რომ იგი არ ყოფილიყო მოხუცებული,ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და შთამომავლობას ასეთ პრობლემებს არ დაგვიტოვებდა.რუსეთი დარჩა ისეთივე ოკუპანტი,როგორიც 200 წლის წინ იყო.თითქოს საუკუნეების წინ დაწერილი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება დღევანდელობას ეხმიანება და ვიდრე ქართველი კაცის გასაგისი იქნება,მისი შემოქმედება ყოველთვის ეყვარება მომავალ თაობას.



No comments:

Post a Comment