წინაპრები




ნიკოლოზ ბარათაშვილის საგვარეულო შტო საქართველოს ისტორიის შორეულ საუკუნეებს უკავშირდება. მოსე ჯანაშვილის მიხედვით, “ბარათაშვილები, ორბელიანები, აბაშიძენი და გუგუნავანი საქართველოში მოვიდნენ ქრისტეს წინად მეოთხე საუკუნეში, ფარნავაზ მეფის დროს. იგინი დასახლდნენ თრიალეთის მხარეს, საბარათიანოს.





ბარათაშვილების საგვარეულო გერბი


ბარათაშვილების გვარიდან გამოდიოდნენ ჩინებული მეომრები, მხნე და ერთგული მამულიშვილები, ღვდელმთავრები; მათ მეცადინეობით საბარათიანოში აშენდა მრავალი შესანიშნავი ეკლესია, დაიწერა არაერთი ძვირფასი წიგნი.                            ნიკო ბარათაშვილმა უფრო მეტად ასახელა თავისი გვარეულობა: იგი შეიქმნა მის ბრწყინვალე ვარსკვლავად”                           
ბარათაშვილნი უკვე მე–15 საუკუნეში ჩნდებიან ისტორიულ ასპარეზზე; მე-17 საუკუნეს მიეწერება დედის მხრივ პოეტის წინაპრების-ორბელიანთა (ყაფლანისშვილთა) საგვარეულოს განდიდება. ამ გვარის შემოქმედებით მწვერვალად გვევლინება დიდი ქართველი მწერალი და მეცნიერი სულხან-საბა 
კიდევ უფრო საყურადღებოა, რომ კრწანისის ბრძოლის მთავარი გმირი მეფე ერეკლე იყო . ბარათაშვილის უშუალო წინაპარი. პოეტის დიდედა ხორეშან ერეკლე მეფის შვილიშვილი იყო. . ბარათაშვილი აღიზარდა ისეთ წრეში, სადაც ახლო ისტორიული წარსული მთელი სიცხოველით იგრძნობოდა.
პატარა კახის აჩრდილი ყრმობიდანვე თან სდევდა პოეტის შთაგონებას. მან მხოლოდ შემდეგში შეძლო პოეტური საღებავების მოძებნა, რომ დაეხატა გმირი ერეკლე, ხმალშემართული აღა-მაჰმად-ხანის ურდოებზე. ნიკოლოზ ბარათაშვილმა თავის პოემაში სული შთაბერა ზოგ იმ ისტორიულ ამბავს, რომელიც მას ყრმობისას გაეგონა.
              

 ნიკოლოზ ბარათაშვილის გვაროვნობის შტო




















ერეკლე II-ნიკოლოზ ბარათაშვილის დიდი წინაპარი


No comments:

Post a Comment