2017 წლის 4 დეკემბერს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ პოეტს, ნიკოლოზ ბარათაშვილს, დაბადებიდან 200 წელი შეუსრულდა. „იუნესკომ” ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი, 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.