სოლომონ დოდაშვილი
სოლომონ დოდაშვილი, საქართველოში გადმოსახლებულ რადიკალურად განწყობილ პოლონელ პროფესორებთან ერთად, ხშირი სტუმარი ყოფილა ნ. ბარათაშვილის ოჯახისაც. ნ.ბარათაშვილი და მისი ამხანაგები სკოლაში სწავლობდნენ ს. დოდაშვილის სახელმძღვანელოს “შემოკლებულ ქართულ გრამატიკას”. როგორც ჩანს, სოლ.დოდაშვილმა თავის მოწაფეებს ღრმად შეაყვარა და შეათვისებინა ქართული კლასიკური მწერლობის მდიდარი მემკვიდრეობა. “ვკითხულობდით “ვეფხის ტყაოსანს” და მთელი ადგილები ზეპირად ვიცოდით. ვკითხულობდით აგრეთვე “ვისრამიანს”, ჩახრუხაძეს, ალ. ჭავჭავაძეს”,- ამბობს პოეტის სკოლის ამხანაგი ისარლიშვილი. იონა მეუნარგია გვაუწყებს: პოეტს “ქართულ კატეხიზმოს ასწავლიდა სკოლაში ეფრემ ალექსი-მესხიშვილი, ზედმიწევნით მცოდნე ქართული ენისა, რომელმაც უფრო განამტკიცა ბარათაშვილში სიყვარული კარგის ქართულისა”
No comments:
Post a Comment